ნათია მეზვრიშვილი – „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დახვდა ისე, როგორც ხვდებიან ევროპელი ქვეყნების ლიდერებს

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დახვდა ისე, როგორც ხვდებიან ევროპელი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს მეგობრებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანია გვერდით უდგას ქართველ ხალხს, საქართველოს, ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს.

„ჩვენ ვნახეთ, რა მისიით არის ჩამოსული და როგორ დახვდა მას ხელისუფლება. სამწუხაროდ, არ დახვდა ისე, როგორც ხვდებიან ევროპელი ქვეყნების ლიდერებს, რაც მთავარია, საქართველოს მეგობრებს. მისი მხრიდან, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლური კურსიდან, ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გერმანია გვერდით უდგას ქართველ ხალხს, საქართველოს, ამ ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს. ჩვენი პარტიის სათქმელი იქნება – მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ანტიდასავლური ხელისუფლება გვყავს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას ქართველი ხალხი იმსახურებს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.