არ იღებს საჭირო კალორაჟს იმიტომ, რომ ვერ იღებს, მოწამლულია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ექიმიც არ მინახავს დღეს და ჩემი თვალით მომეჩვენა, რომ კიდევ უფრო დაკლებულია წონაში. ინტერიმზეა ლაპარაკი, შუალედურ სამკურნალოდ გადაყვანაზე. მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. არ იღებს საჭირო კალორაჟს იმიტომ, რომ ვერ იღებს, მოწამლულია. ყველაფერი ნაირ-ნაირი, კვერცხი, სალათა, წიწიბურა, ყველაფერი მივიტანე, მაგრამ რას შეჭამს იქიდან, არ ვიცი“,- აღნიშნა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას განაგრძობს. მკურნალი ექიმი ამბობს, რომ პატიმარი პოლონელ ექიმებს ელოდება, ენდოკრინოლოგის რჩევებს კი, სააკაშვილის დედა არ ითვალისწინებს. თავად პატიმარი უარს ამბობს სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურებაზე.