COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა – გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1,160-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

6-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ და ამ ეტაპზე განკურნებულთა რიცხვი 935-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6,489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 337.

 

“კურიერი”