ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია და ისლამური რესპუბლიკის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოსკოვში ირანელ მინისტრსა და მის თანმხლებ დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ასევე, რუსეთის ფედერაციაში ირანის დიპლომატიური მისიის ელჩი და თანამშრომლები შეხვდნენ. დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც.

ავიაბილეთები

ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავა ლავროვის მიწვევით, რათა განიხილოს რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ასპექტში განიხილოს

აღსანიშნავია, რომ უკრაინა და დასავლეთი ირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ე.წ. კამიკაძე დრონების მიწოდებაში, რასაც თეირანი და მოსკოვი უარყოფენ.