დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი-კონსორტი კამილა გერმანიაში ჩავიდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ეს ჩარლზის პირველი საგარეო ვიზიტია საზღვარგარეთ მეფის რანგში და ის 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამეფო წყვილის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და მისი მეუღლე უმასპინძლებენ. 30 მარტს კი მეფის ბუნდესტაგში გამოსვლაა დაგეგმილი.
ჩარლზის წინა ვიზიტი გერმანიაში 2020 წელს შედგა, როდესაც ის ჯერ კიდევ უელსს პრინცი იყო.