“აქ არის ადგილი მშვიდობისათვის და ნეიტრალიტეტისთვის!” – ავსტრიელმა პარლამენტარებმა ზელენსკის ბოიკოტი მოუწყეს

ავსტრიის თავისუფლების პარტიის (FPÖ) დეპუტატებმა ბოიკოტი მოუწყეს უყრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, როდესაც ეს უკანასკნელი ვიდეოთვალით ჩაერთო და ავსტრიის პარლამენტს მიმართა. ჰერბერტ კიკლის ფრაქციის წევრებმა ზელენსკის ლაყბობის დაწყებას დაუცადეს, შემდეგ კი წამოდგნენ და დარბაზი დატოვეს. დარბაზის დატოვებამდე მათ თავიანთ სამუშაო მაგიდებზე, პლენარულ დარბაზში, პლაკატები დატოვეს წარწერით: “აქ არის ადგილი მშვიდობისათვის და ნეიტრალიტეტისთვის”. ცნობისათვის – ავსტრია ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფოა და ავსტრიელები ამ სტატუსს პატივს სცემენ. ავსტრიის ეროვნული დღესასწაული არის “ნეიტრალიტეტის დღე”. ვიდეო ავსტრიის პარლამენტიდან: