მაკა ბოჭორიშვილი – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ფაქტობრივად, სასჯელს იხდის საავადმყოფოში

სააკაშვილის საქმე უზომოდ პოლიტიზებულია. ოპოზიცია ამ საკითხს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და საბოლოო ჯამში, ზიანდება ყველას ინტერესი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი პოლიტიკისგან თუ იქნება დაცლილი, სახელმწიფო და მისი რეპუტაცია ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

„ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პირველივე დღიდან უზომოდ პოლიტიზებულია. ოპოზიცია ამ საკითხს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და საბოლოო ჯამში,ზიანდება ყველას ინტერესი – სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების. კანონის უზენაესობისთვის უმჯობესია, პოლიტიკა გაცლილი იყოს და ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაციაც. ნებისმიერი პატიმრის უფლებაა დაცულია. სამწუხაროდ, სააკაშვილის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ უარს ამბობს საკუთარი უფლებების გამოყენებაზე და თავად არის გადასული თვითდაზიანების რეჟიმში. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, ფაქტობრივად, სასჯელს იხდის საავადმყოფოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.