თუ ეს ასეა, „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციის გარეშე მოსულა ხელისუფლებაში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პეტრე ცისკარიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„თუ ამხელა რეიტინგი აკრიფეს, თანაც უჩემოდ, ყოჩაღ, მაგრამ ეს არის ძალიან პრიმიტიული, პროპაგანდისტული ხერხი. არა მგონია, ცისკარიშვილს ასე ეთქვა, რაღაც სხვა კონტექსტი იქნებოდა“, – განაცხადა გოცირიძემ.
„ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, ამას წინ უძღოდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მანამდე ჩატარებული 24 თებერვლის აქცია.