ეტყობა ერთმანეთისა და საკუთარი თავის გამხნევება უნდათ რთული პერიპეტიების მერე, რაც რიგით ცვლებს, ახალი თავმჯდომარის არჩევასა და ჩაფლავებულ აქციებს უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა.
„ღიმილის მომგვრელია, როცა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა ვისაც არ ეზარება, ყველა პოლიტიკური პარტია იბრალებს, რომ ხალხი ჩვენ გამოვიყვანეთო. ლევან ხაბეიშვილმა რომ აქციები დააანონსა არჩევიდან ძალიან მალე, რეგიონებშიც უნდა ვიაროთ, თბილისშიცო და რა ვიცი, კადრები ვნახოთ რამდენი კაცი იყო იქ. ეტყობა ერთმანეთისა და საკუთარო თავის გამხნევება უნდათ რთული პერიპეტიების მერე, რაც რიგით ცვლებს, ახალი თავმჯდომარის არჩევასა და ჩაფლავებულ აქციებს უკავშირდება“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 7-9 მარტს აქციაზე ხალხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყვანა.