სენატორი ჯოშ ჰოული ტრამპის საქმეზე: ეს კანონის უზენაესობაზე თავდასხმაა

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯოშ ჰოული დონალდ ტრამპისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონის უზენაესობაზე თავდასხმაა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი: ტრამპის წინააღმდეგ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან. ეს არის თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. ეს საქმე ეხება ძალაუფლებასა და დემოკრატების გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ იგი ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნა სენატორმა.