კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა გააგრძელონ უყრაინის მხარდაჭერა ბრძოლაში და ასევე, მხარი დაუჭირონ უყრაინას ამ ომში მისი გამარჯვების შემდეგაც. აღნიშნული განცხადება კანადის პირველმა დიპლომატმა დღეს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულება და გარანტიები შესთავაზონ, რადგან მისი გამარჯვების შემდეგაც კი ის კვლავ იქნება ძალიან აგრესიული ქვეყნის მეზობელი“, – აღნიშნა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მეორე დღეა მიმდინარეობს.