ემანუელ მაკრონის განცხადებით, ჩინეთს, რუსეთთან მისი ახლო ურთიერთობის გამო, შეუძლია დიდი როლი ითამაშოს უყრაინაში მიმდინარე ომში

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ჩინეთს, რუსეთთან მისი ახლო ურთიერთობის გამო, შეუძლია დიდი როლი ითამაშოს უყრაინაში მიმდინარე ომში. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ლიდერმა პეკინში გააკეთა.

მისი თქმით, ჩინეთთან დიალოგის შენარჩუნება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეკინში ჩავიდა. მასთან ერთად ჩინეთს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც სტუმრობს.

მედია წერს, რომ ევროპელი ლიდერების სამდღიანი ვიზიტის მიზანია გადაარწმუნონ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისგან.