სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სენატორი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონი სუნთქვის გართულების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

მედიის ცნობით, ექსპრემიერი მილანის სან-რაფაელეს ჰოსპიტალში მკურნალობს. 86 წლის ბერლუსკონის ჰოსპიტალში გადაყვანის ფაქტი პრესპიკერმა, პაოლო ემილიო რუსომაც დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.