ბულგარეთი 8 აპრილიდან რუსული რეგისტრაციის მქონე გემებს პორტებში შესვლის უფლებას არ მისცემს

ბულგარეთი 8 აპრილიდან რუსული რეგისტრაციის მქონე გემებს პორტებში შესვლის უფლებას არ მისცემს. ამის შესახებ ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 8 აპრილიდან ბულგარეთის საზღვაო და სამდინარო ნავსადგურებში აიკრძალება ყველა იმ ხომალდის შესვლა, რომელსაც აქვს რუსეთის საზღვაო რეესტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი, მიუხედავად იმისა, რომელი დროშის ქვეშ ცურავს გემი.

როგორც აღინიშნა, აკრძალვა ძალაში შედის ევროკავშირის წესების საფუძველზე.

ბულგარეთმა აპრილში უკვე აუკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის შავი ზღვის პორტებში შესვლა, რაც დაკავშირებული იყო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასთან.