იაგო ხვიჩია: ძალიან მეცინებოდა დიღმიდან რომ ვაშინგტონში ებლატავებოდნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს

ძალიან მეცინებოდა დიღმიდან რომ ვაშინგტონში ებლატავებოდნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. აი, მაგ მობლატავე ხალხმა როგორ დაამთავრა ვხედავთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ეს ახლა იწყება და რაც უფრო მეტი ადამიანი აჰყვება მურუსიძე-ჩინჩალაძეს ამ ბლატაობაში, მით უფრო მეტი დასანქცირდება საბოლოო ჯამში. საქართველოს მოსახლეობის თვალში ყველაზე კომპრომეტირებული ბოროტმოქმედები გააყვითლეს ამ წუთას და სანამ არ გაზრდილა ეს საქმე, სჯობს, რომ აზრზე მოვიდეთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.