ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის ოპერის თეატრში გამართულ შეხვდერას სოციალურ ქსელში ეხმიანება სადაც პეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ პ-რეზიდენტის კეკლუცი დესტრუქციულ ოპოზიციასთან და გარე დამკვეთებთან. უკადრებელი იკადრა, ქართული პოლიცია როდიონოვის არმიას შეადარა, ამასაც არ დაჯერდა და დროშის მოფრიალე ქალბატონი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი აქციიდან დააჯილდოვა, ქალბატონი, რომელიც 2014 წელს უკრაინის მაედნის მონაწილეა, ალბათ აცნობიერებს ქალბატონი სალომე, რომ ახალისებს რადიკალიზმს და ძალადობას. დააჯილდოვა 9 აპრილის ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალბატონიც, მაგრამ არ გაახსენდა ამ ფოტოს ავტორი. მოკლედ, ქალბატონი პ-რეზიდენტი ოფიციალურად ჩაერთო ქვეყნის დამოუკიდებლობის და სტაბილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.