საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ აცხადებს, რომ საქართველოს აქვს მიღწევები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა ასევე არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა.
ელჩის თქმით, საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება 27 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია.
„სტატუსის მინიჭება არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ, მას შემდეგ, რაც ვნახავთ კომისიის მოხსენებას 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ამ დროისთვის, ჩვენ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებთან ვართ დიალოგში. ვხედავთ მიღწევებს, ასევე ვხედავთ, რომ რიგი საკითხები მოსაგვარებელია, ეს სამუშაო პროცესია ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ელჩმა.