უნგრეთმა რუსეთთან ახალ ენერგოშეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლის შედეგადაც იგი რუსულ ენერგორესურსებზე წვდომას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.
გაზის ღირებულება, რომელიც უნგრეთს რუსეთიდან მიეწოდება, კუბურ მეტრზე 150 ევროს შეადგენს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიარტოს განცხადებით, რუსული გაზი მისი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის „გადამწყვეტია“.
მისივე თქმით, „მოგვწონს თუ არა“, ენერგომომარაგების საკითხი ფიზიკური და არა პოლიტიკური ან იდეოლოგიური საკითხია, ამიტომ უნგრეთი რუსეთთან თანამშრომლობას გააგრძელებს.