ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.

მისი თქმით, სამივე დაინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„3 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ჩვენ ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის კოვიდ ცენტრებში კორონავიურისთ დაინფიცირებული 245 პაციენტი შემთხვევა მკურნალობს.

 

 

“ინტერპრესნიუსი”