დმიტრი პესკოვი – მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა

მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების უყრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც ყველა დანარჩენმა, ჩვენც ვიცით, როგორია ამ დოკუმენტების ავთენტურობა, მაგრამ ამ დოკუმენტების გარეშეც გვაქვს ინფორმაცია, რომ ნატო-ს ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ბევრი მებრძოლი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში“, – აღნიშნა პესკოვმა.