პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები არა მარტო სიმართლეს, არამედ მცდარ ინფორმაციასაც შეიცავს უყრაინის სამხედრო ძალების შესახებ, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ინფორმაციამ, რომელიც შეესაბამება სიმართლეს, დაკარგა რელევანტურობა“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
უყრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დოკუმენტების გაჟონვა მიზანმიმართული ქმედებაა, რათა უთანხოება გამოიწვიოს კიევსა და მის მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით კი, აშშ-თან.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ გაავრცელა საიდუმლო მონაცემები.