ამოღებულია უაქციზო თამბაქოს ნაწარმი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე დიდი ოდენობით საქონლის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა.

ამოღებულია 23 ათასი ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

დაწყებულია გამოძიება. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.