ნინო ფოჩხუა მოსამართლეების აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარის თქმაზე: ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც ის წერს, რომ სამმა მოსამართლემ – ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს აშშ-ში გამგზავრებაზე, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

როგორც ფოჩხუა წერს, ყველა სიმართლის მხარეს დადგა და გააპროტესტა ამერიკელების მხრიდან დაუმსახურებელი გადაწყვეტილება.

„როგორც კი ეს უსამართლო, არაფერზე დაფუძნებული სანქციები დაადეს ამერიკელებმა ოთხ მოსამართლეს, ვიფიქრე, ნუთუ შეშინდებიან, გატყდებიან სხვები და არა, ყველა როგორც ერთი სიმართლის მხარეს დადგა და გააპროტესტა ამერიკელების მხრიდან დაუმსახურებელი გადაწყვეტილება. ეს კი ნიშნავს, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა.

ყოჩაღ, მოსამართლეებო!“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა, რაც სოლიდარობის ერთგვარი აქტია.