ფლორიდელმა თინეიჯერმა ცნობილი ადამიანების Twitter-ის 130-მდე ანგარიში გატეხა

17 წლის ფლორიდელმა გრემ კლარკლმაTwitter-ის დაახლოებით 130-მდე ანგარიში გატეხა, მათ შორის არიან: ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და კანიე უესტი. ამის შესახებ nytimes წერს.

 

კლარკს ბრალი 30 პუნქტით წაუყენეს, მას როგორც სრულწლოვანს ისე გაასამართლებენ. მის თანამზრახველად გამოძიება 22 წლის ნიმა ფაზელის მიიჩნევს, ის ფლორიდაში ცხოვრობს. ასევე მათი თანამზრახველია 19 წ ის მეისონ შეპარდი ბრიტანეთიდან.

ჰაკერებმა Twitter-ზე თავდასმა 15 ივლისს განახორციელეს. მათ 45 ანგარიშზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

ცნობილი ადამიანების სახელით, ჰაკერები ბიტკოინების ჩარიცხვას ითხოვდნენ. რამდენიმე საათში მათ $110 ათასი დოლარის მობილიზება შეძლეს.

“იმედი”