შეისწავლიან ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ უკრაინელი სამხედროს მკვლელობის სცენას შეიცავს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ინტერნეტის ქსელის მონიტორინგისას აღმოაჩინა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ უყრაინელი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის სცენას შეიცავს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მასალის ავთენტურობის დასადგენად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მასალა შემოწმების მიზნით საგამოძიებო ორგანოებში გაიგზავნოს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უყრაინელი სამხედროს თავის მოკვეთის ამსახველი ფოტოების ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

„ჩვენ ყალბი ამბების მსოფლიოში ვცხოვრობთ“, – განაცხადა პესკოვმა.

უყრაინელი სამხედროსთვის თავის მოკვეთის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში 11 აპრილს გავრცელდა. აღნიშნული შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი უყრაინელი სამხედროს მკვლელობის საქმეზე გამოძიება უყრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. უყრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, რეაგირება მოახდინონ.