? აშშ-ში პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართალდამცველებმა  პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც RBC-Ukraine წერს, ამის შესახებ CNN-ის ჟურნალისტმა ნატაშა ბერტრანდმა Twitter-ზე დაწერა.

მედიის ცნობით, დაკავებული მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21 წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირი, რომელიც მართავდა კერძო ინტერნეტჯგუფს სახელად „Thug Shaker Central“.

13 აპრილს, სამართალდამცველებმა 21 წლის ჯეკ ტეიშერი დააკავეს. ის ეჭვმიტანილია პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას უკრაინის ომისა და შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ.

ამავდროულად, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ჯეფ სელდინმა Twitter-ზე განაცხადა, რომ პენტაგონს მიაჩნია, რომ დოკუმენტები ქსელში განზრახ იყო განთავსებული.

ეჭვმიტანილის დაკავებას ადასტურებს აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი.