აშშ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ასოცირებული უნგრელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტზე რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე, აღნიშნულია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება ყოფილი ჩინოვნიკები და მთავრობის მხარდამჭერები, რომლებიც ძირითადად მოქმედი პრემიერის პარტიასთან არიან დაკავშირებული.
ამავე ინფორმაციით, კანონპროექტი გასული წლიდან მუშავდება. სავარაუდოდ, ის მაისში წარედგინება კონგრესს.
ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, ის მიიღებს ფართო მხარდაჭერას.