ლედი გაგა და არიანა გრანდე MTV Video Music Awards-ის პრემიის ნომინაციების რაოდენობით ლიდერობენ

ლედი გაგა და არიანა გრანდე MTV Video Music Awards-ის პრემიის ნომინაციებში რაოდენობით ლიდერობენ.

 

თითოეულ მათგანს 9-9 ნომინაცია აქვს, მათ შორის ერთობლივიც სიმღერისთვის “Rain On Me”, რომელიც წარდგენილია “წლის ვიდეორგოლი” “წლის სიმღერა”, “საუკეთესო ერთობლივი ნამუშევარი”, “საუკეთესო პოპ-ვიდეო”.

შემდეგ მოდიან ბილი აილეში და The Weekend (6-6 ნომინაცია), ხოლო მესამეზეა ტეილორ სვიფტი 5 ნომინაციით.წელს “საუკეთსო ვიდეორგოლზე” წარდგენილი არიან ბილი აილეში სიმღერით “Everything I wanted”, Eminem და Juice WRLD – “Godzilla”, Future და Drake – “Life is good”, ლედი გაგა და არიანა გრანდე – “Rain on me”, ტეილორ სვიფტი – “The man” და The Weeknd – “Blinding lights”.

ამ და სხვა კატეგორიებში ხმის მიცემა კონკურსის საიტზე 23 აგვისტომდეა შესაძლებელი, ხოლო საბოლოო შედეგები 30-ში საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

“ნიუპოსტი”