უყრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ევროპა უზრუნველყოფს თანხის გაცემას უყრაინაში ხელფასებისთვის, პენსიებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის, ამიტომ არ შეიძლება, ეს მუდმივად გაგრძელდეს. ვიქტორ ორბანის თქმით, როგორც კი ევროპა უარს იტყვის უყრაინის დაფინანსებაზე, ომი დასრულდება.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უნგრეთში წამყვანი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.