ავარია მშრალ ხიდთან

ავარია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ავტომობილია დაზიანებული. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.