ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა.
„მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.