კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი – ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი და “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“იმდენადაა აჩქარებული ჩვენი ცხოვრების ტემპი, იმდენად ვართ დატვირთული ყოველდღიური პრობლემებით, საქმით, ხმაურით, რომ ზოგჯერ ვეღარც ვხედავთ ერთმანეთს. ვერ ვგრძნობთ, ვის ვჭირდებით. ვერ ვაცნობიერებთ, სად უნდა ვიყოთ. ვერ ვგულისხმავყობთ, რა არის მთავარი და რა- მეორეხარისხოვანი. რა მოითმენს და რა-ვერ …

კობა დავითაშვილი იმსახურებს! ის იმსახურებს! ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ვის წინაშე ვართ ვალში…ვის უნდა ვუფასებდეთ ბრძოლას. მადლიერება სათნოებაა. კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ეს ჩვენი შვილებისთვის გაღებული მსხვერპლია. კობა, გმადლობ შენ!!!

P. S. ამჯერად კობამ მოგვიხმო. მე მინდა, როცა გაგვიჭირდება, ან როცა გაგვეხარდება, მოხმობის გარეშე დავინახოთ ერთმანეთი” – წერს ირმა ინაშვილი.

ცნობისთვის, წინა ხელისუფლების მიერ გატაცებისა და სასტიკი ცემის შედეგად დაზარალებული კობა დავითაშვილი, რომელიც ბეხტერევის დაავადება განუვითარდა, მკურნალობისთვის საჭირო თანხას ითხოვდა, რითიც მას “პატრიოტთა ალიანსი” დაეხმარა. დავითაშვილს უკვე დაუკავშირდნენ ყოფილი სამსახურიდანაც და აღდგენა აღუთქვეს.

წყარო: BSinfo.official