მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

დღეს მორწმუნეები საფლავებზე გადიან, სადაც პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. ძმათა სასაფლაოებზე კი დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ.

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ.