17 აპრილს, ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
როგორც ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, ჩამონგრევის შემდეგ ხანძარი არ გაჩენილა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 11 ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.