გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში ორი მამაკაცი დააკავა, რომლებსაც ჩინეთის „პოლიციის საიდუმლო განყოფილების“ მართვაში ადანაშაულებენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ისინი ჩინეთის მთავრობის აგენტებად მოქმედების მიზნით, შეთქმულებას აწყობდნენ და მართლმსაჯულებას ხელს უშლიდნენ. ჩინეთის პოლიციის საიდუმლო განყოფილება მანჰეტენზე, „ჩაინათაუნის“ უბანში მდებარეობდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ჩინეთს საერთაშორისო მასშტაბით, 53 ქვეყანაში 100-ზე მეტი საიდუმლო განყოფილება აქვს გახსნილი. ჩინეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს პანდემიის დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების დასახმარებლად დაარსებული ცენტრებია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 25 წლით თავისუფლების აკვეთა ემუქრებათ.