რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოულოდნელად, საბრძოლო ვითარებებით მოცულ რეგიონებს ეწვია – ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებს, რითაც შოკი გამოიწვია კიევსა და დასავლეთის დედაქალაქებში. რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ ვითარებას ფრონტებზე სრულად აკონტროლებს და უყრაინელთა მიერ დაანონსებული დიდი შეტევისა არ ეშინია.
ხერსონში პუტინმა არმიათა დაჯგუფება “დნეპრის” შტაბში მოისმინა გენერალ-პოლკოვნიკ ტეპლინსკის, გენერალ-პოლკოვნიკ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო პირების მოკლე და კონკრეტული ანგარიში.
პრეზიდენტმა მითითებები მისცა სამხედროებს და სააღდგომო საჩუქრად რუსეთის იმპერიის დროინდელი მაცხოვრის ხატის ასლი გადასცა, რომელიც იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ სამხედრო მინისტრს ეკუთვნოდა.
აქვე დავძენთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ხატის ორიგინალი და მისი ასლი თანაბარი ძალის მქონე სიწმინდეებია.