მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის მოთხოვნა, შინაპატიმრობაში გადაეყვანათ, არ დააკმაყოფილა.
ჟურნალისტს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.