ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ტურბულენტობას არის მიჩვეული – არ მინდა, ჭორაობაში შევიდე

არაფერი ინციდენტი არ მომხდარა, ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო. მათ შორის, ნოდარ დუმბაძესაც შეუძლია, ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინოს 30 აპრილამდე წერილობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომ გეგმებზე საუბრის ნაცვლად, თანამდებობებს ითხოვენ და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე გადადგომას არ აპირებს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ჭორაობაში შეყოლას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ტურბულენტობას არის მიჩვეული. არის ჯანსაღი პროცესი, ჯანსაღი კონკურენცია და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ჯანსაღია. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, კაბინეტში არაფერი გადაწყდება. მართლა არ მინდა, ჭორაობაში შევიდე. კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.