დიუსელდორფის, ჰამბურგისა და კიოლნის აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეების გერმანიაში გაზრდილი ფასები ფონზე ხელფასების მომატებას ითხოვენ.
როგორც „როიტერი“ წერს, გამაფრთხილებელი გაფიცვა ორ დღეს გაგრძელდება და მასში საავიაციო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მონაწილეობენ. შედეგად, 700-ზე მეტი ფრენა გაუქმდება.
როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, პირველ ეტაპზე გაფიცულები ღამის ცვლაში, უქმე და დასვენების დღეებში მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვენ, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკება ჩიხშია შესული.
ხვალ გაფიცვას შეუერთდებიან ასევე შტუდგარტის აეროპორტის თანამშრომლებიც.
პარალელურად, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ 21 აპრილს დაგეგმილ საერთო ეროვნულ გაფიცვაში გერმანიის რკინიგზის თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. გაფიცვა ადგილობრივი დროით 03:00 საათიდან დილის 11:00 საათამდე გაგრძელდება.