მედიის ინფორმაციით, უნგრეთმა, მარცვლეულთან ერთად, უყრაინიდან თაფლისა და ზოგიერთი ხორცპროდუქტის იმპორტიც აკრძალა

უნგრეთმა, მარცვლეულთან ერთად, უყრაინიდან თაფლისა და ზოგიერთი ხორცპროდუქტის იმპორტიც აკრძალა. შეზღუდვა 30 ივნისიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, სულ უნგრეთმა აკრძალა 25 უყრაინული საქონლის იმპორტი, მათ შორის არის მარცვლეული, მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და ზოგიერთი ხორცპროდუქტი. ამასთან, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს და უზრუნველყოფს, რომ ეს კონტროლირებადი პროცესი იყოს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ბულგარეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უყრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტი აკრძალეს, ხოლო რუმინეთში ანალოგიური აკრძალვის დაწესებას მოითხოვენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უყრაინული იაფი პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი დათანხმდა უყრაინული პროდუქციის ტრანზიტით გატარებას, თუმცა გარკვეული პირობებით.