დანია და ნიდერლანდები უყრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ

დანია და ნიდერლანდები უყრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ.

ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანამედროვე ტანკები უყრაინაში 2024 წლის დასაწყისში ჩავა.

ამავე დროს, დანია უყრაინის შეიარაღებულ ძალებს „ლეოპარდ 1-ის“ მოდელის ასამდე ტანკს გადასცემს. აქედან 80 ტანკი უყრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში წლის ბოლომდე იქნება.

„დანიის ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკენ, რომ, ჩვენი ქვეყნის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინაში ჩვენი მეგობრები მაქსიმალურ მხარდაჭერას იღებდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.