დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უყრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზანია, არ დაუშვან უყრაინის ნატო-ში გაწევრიანება

კრემლში აცხადებენ, რომ უყრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზანია, არ დაუშვან უყრაინის ნატო-ში გაწევრიანება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რუსეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

ეს განცხადება კრემლში იმ ფონზე გააკეთეს, როდესაც კიევში ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფება.

სტოლტენბერგი უყრაინაში  ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. ის უკვე შეხვდა უყკრაინის პრეზიდენტს.