“ირაკლი პანკისში მუშაობდა, ტყიდან იშვიათად გამოდიოდა. რომ მოვიდა და კვატებიანი დავხვდი, გაბრაზებული მეუბნება…” – რა ამბავს იხსენებს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქილოგი ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ხშირად წერს საკუთარი გამოცდილებისა და თავსგადახდენილი ამბების შესახებ. ამჯერად ორი კვატის ამბავი მოყვა:
“ფერმის რეკლამას გადავაწყდი, წიწილა 60 თეთრიო და გამახსენდა, ერთხელ ორი კვატი ვიყიდე დიღმის ბაზარში. მთელი დღე ტანსაცმელში მყავდა და დარბოდნენ ჩემზე, ღამით აივანზე იძინებდნენ. ირაკლი იმ წლებში პანკისში მუშაობდა, ტყიდან იშვიათად გამოდიოდა. რომ მოვიდა და კვატებიანი დავხვდი, გაბრაზებული მეუბნება, სულ გაგიჟდი შენ, სახლი საქათმედ გადააქციეო. მოკლედ, ყოველ გავლა-გამოვლაზე რაღაცას მაძახებდა ნერვებაშლილი. რომ ამოწურა, რაც შეიძლებოდა სახლის საქათმედ ქცევის ფაქტის მიმართ გამოეხატა, რა მიეცი ამ სისულელეშიო – ახალი მიზეზის ძებნა დაიწყო კიდევ. 60 თეთრი თითო-მეთქი და უცებ გაჩუმდა და გულმოკლული მეუბნება, საწყლები, როგორ შემეცოდნენო.
60 თეთრად ცოცხალი არსების დაფასებამ გული აუჩუყა. ხოდა მას მერე ვცხოვრობდით მე და ჩემი კვატები დიდხანს და ბედნიერად, სანამ ისე არ დაძროხდნენ, რომ სკინტის რეცხვას ვერ ავუდიოდი და გავაჩუქე რაჭაში მათი სიბერემდე ტკბილად ცხოვრების გარანტიით და პირობების შექმნით” – წერს ნათია ფანჯიკიძე.
წყარო: firstnews.ge