ლოიდ ოსტინი რამშტაინის შეხვედრაზე – მოკავშირეებმა უყრაინას უსაფრთხოების სფეროში 55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწიეს

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უყრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი პირველად შეიკრიბა სწორედ აქ, რამშტაინში შეიკრიბა, ჯგუფმა უზრუნველყო 55 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების უზრუნველყოფა უყრაინის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა უყრაინას მიაწოდეს სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საბრძოლო მასალა და „ლეოპარდის“ ტანკები.

„ამ საკონტაქტო ჯგუფმა ასევე უზრუნველყო საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის ცისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. ეს მოიცავს „პატრიოტის“ სისტემებს შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ უზარმაზარი ცვლილება მოახდინა ბრძოლის ველზე უკრაინის დამცველებისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უყრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.

„არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ერთიანობა რაიმემ დაარღვიოს,” – აღნიშნა ოსტინმა.

ცნობისათვის, უყრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.