ბოლო დროს კლიმატოლოგები კლიმატის ექსტრემალურ გამოვლენაზე საუბრობენ. ტემპერატურის მაჩვენებელი რეკორდებს იცვლის და ჩვენ ამინდის სიურპრიზებთან, მათ შორის უპრეცედენტო სიცხესთან შეჯახება ხშირად გვიწევს. როგორ გავგრილდეთ სიცხეში, თუ ახლომახლო კონდიციონერი არ გვაქვს?
ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება მიგანიშნონ სამხრეთ ქვეყნების მაცხოვრებლებმა, სადაც ჩრდილში 40 გრადუსი იშვიათობას არ წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ უჩვეულო გარემოება უჩვეულო გადაწყვეტილებას მოითხოვს, გამოცდილება კი ამის მიღების საშუალებას ყოველთვის არ გვაძლევს.
როგორ გავგრილდეთ სიცხეში!?
ასე მოხდა იმ რჩევასთან მიმართებაში, რომელზეც დღეს გიამბობთ. ჩემი გონება ხვდება, რომ ეს უფრო მუშაობს, მაგრამ გამოცდილება დაეჭვებას მაიძულებს. ბავშვობიდან ხომ მე და ჩემი ახლობლები ყველაფერს ხომ პირიქით ვაკეთებდით.
მთავარ არსზე გადავიდეთ. ერთ–ერთ მცხუნვარე დღეს სამსახურის გზაზე თონის კვერების ბაზრობაზე შევიარე. გამყიდველები საცხობში თითქმის არ იყვნენ. და ასეთ სიცხეში შესაძენად ვინ მივა?
შეკვეთის მოლოდინში მოხუც გამყიდველს უზბეკეთიდან ვკითხე, თუ ასეთ სიცხეს როგორ უძლებდა, თან ისე, რომ ცხელ ღუმელთან ემუშავა, ცხელი კვერები კალათებში ჩაეწყო, ცომი მოეზილა და გამყიდველებზეც ეპასუხა.
პასუხმა გამაოგნა: „როგორც კი სიცხეს ვგრძნობ, რამდენიმე ფინჯან მწვანე ჩაის ვსვამ და ყველაფერი კარგადაა! ასევე თავსაფარს თავზე მჭიდროდ ვიხვევ, როცა მზეზე ვმუშაობ“.
ცხელი ჩაი თუ ცივი წყალი?
მე, როგორც სხვებმა, „უდაბნოს თეთრ მზეს“ ასჯერ ვუყურე. ვიცი, რომ შუა აზიის მაცხოვრებლები ცხელ დღეებში სწორედ ცხელ ჩაის ანიჭებენ უპირატესობას და არა ცივ წვენს და კომპოტს. მაგრამ ეს სადღაც უდაბნოში. ეს მეთოდი შუა ევროპულ მეგაპოლისში გამომადგება?
სიცხეში ეფექტური საშუალების ძიების საკითხით ოტავას უნივერსიტეტის კანადელი მეცნიერები დაინტერესდნენ. აღმოჩნდა, რომ ცხელი სითხე ნამდვილად ეფექტურად ებრძვის გადახურებას, მაგრამ არსებობს „მაგრამ“.
„დიახ, ცხელი სასმელი ჩვენი სხეულის ტემპერატურას ზრდის, მაგრამ გაზრდილი ოფლდენა (თუ ოფლი ორთქლდება) ტემპერატურის ზრდას უფრო მეტად ანაზღაურებს, რაც სითხის მიღებით არის გამოწვეული“ – ამბობს კვლევის ავტორი ოლი დჯეი.
ცხადია (ფიზიკის კუთხით), რომ ცხელი სასმელი გვახურებს, ხოლო ცივი – გვაცივებს. მაშინ, რატომ უნდა დავლიოთ ცხელი სასმელი ცხელ დღეს? ამოხსნა პირის რეცეპტორების მუშაობაში იმალება.
როცა რაღაც ცხელს ვსვამთ, რეცეპტორები ტვინს უგზავნიან სიგნალს: „აქ ცხელა“. ტვინი ააქტიურებს მექანიზმს, რომელმაც უნდა გაგვაგრილოს – ოფლდენა.
ცივი სასმელები უკუეფექტს იძლევიან. თავიდან ისინი სხეულის ტემპერატურას ამცირებენ, მაგრამ მათი მოცულობა ორგანიზმისთვის ცოტაა, ამიტომ შემცირება მინიმალური გამოდის. ამასთან, რეცეპტორების სიგნალით ოფლდენა მცირდება, რამაც გაგრილების ეფექტი შეიძლება ნულამდე დაიყვანოს.
რამდენიმე დეტალი
„კეთილი რომ ვიყო, მკაცრი უნდა ვიყო“ – ეუბნებოდა ჰამლეტი დედას. ასეა ცხელ ჩაისთან მიმართებაში: ოფლდენამ სასურველი გაგრილება რომ მოგიტანოთ, ჯერ უნდა დაგცხეთ.
ამასთან სითხე იკარგება და ის უნდა აღადგინოთ. სწორედ ამიტომ, ერთი ფინჯანი ჩაი შეიძლება ცოტა იყოს. კარგი ამბავი: სიცხეში თავბრუსხვევა და სისუსტე ხშირად მარილის დაკარგვას უკავშირდება. ჩაი, უბრალო წყლისგან განსხვავებით, ორგანიზმიდან მარილს ასე აქტიურად არ გამოდევნის.
კიდევ ერთი მომენტი. ცხელმა ჩაიმ გაგრილებაში რომ დაგეხმაროთ, კანის ზედაპირზე ოფლს აორთქლების საშუალება უნდა ჰქონდეს. ამას შეიძლება ხელი შეუშალოს მაღალმა ტენიანობამ ან მჭიდრო სინთეტიკურმა ტანსაცმელმა, რომელიც კანში ჰაერის შეღწევას ხელს უშლის.
ერთი სიტყვით, ზოგიერთ შემთხვევაში ცხელი სასმელი ნამდვილად ცივ სასმელზე უკეთ აგრილებს, მაგრამ უხვი ოფლდენისთვის მზად უნდა იყოთ და ხშირად დალევა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გაუწყლოება თავიდან აიცილოთ.
21-ე საუკუნის სკეპტიკოსი ბავშვები საკუთარ გამოცდილებას უფრო ენდობიან, ვიდრე მეცნიერებას ან ვინმეს რჩევას. უნდა ვთქვა, რომ ცხელ დღეებში ცხელი ჩაის დალევას ჯერ კიდევ სკეპტიკურად ვუყურებ. 1 ჭიქა ყინულებით სავსე მოჰიტოს დალევას უპირატესობას უფრო მივანიჭებდი. თქვენ რას ფიქრობთ?
წყარო: paparazzi.ge