რა სქემით მუშაობენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკელ ლობისტებთან

ლობიზმი – საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე ზემოქმედების პრაქტიკა, რომლის მიზანია შესაბამისი ჯგუფების ინტერესების კვალად სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა.

 

ლობიზმი შეერთებულ შტატებში სახელმწიფოსთან ერთად დაიბადა და საუკუნოვანი ისტორიაც გაიარა, მათ შორის, რეგულირების თვალსაზრისით. კონგრესის ოფიციალური მონაცემებით, ვაშინგტონში ამჟამად 11 455 ლობისტია რეგისტრირებული.

ეს სისტემა ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, ღიად გამოხატოს საკუთარი, პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესი. პარტნიორი სახელმწიფოების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიც ცდილობენ ლობისტებს შესთავაზონ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაცია, რომელიც კარგად ეწერება შიდაპოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში.

პროცესი გამჭვირვალე და ლეგალურია და სწორედ ეს ღიაობა იძლევა ანალიზის სივრცესაც, დააკვირდე, ვინ და რა მეთოდებით ცდილობს ბრძოლის საკუთარი სტრატეგიის შემუშავებას.

მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთწლიანი კონტაქტი გააფორმა და 250 ათასი დოლარიც გადაიხადა იმისთვის, რომ ლობისტებმა ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამ პარტიისთვის სასარგებლო კუთხით გააცნოს. ამასთან, იკვეთება კავშირი ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის, რომლებიც საქართველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ.

“იმედი”