აზერბაიჯანული მედია ილჰამ ალიევისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები ვითარდება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ილაჰმ ალიევმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში, რომელიც აპრილში შედგა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა. ასევე, განხილული იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.