კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული. საბოლოო პასუხამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პრიორიტეტების ნაწილი კი კვლავ ღიაა. ეს დიდწილად საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, რის რესურსსაც ანალიტიკოსები ბოლო მოვლენების ფონზე, უკვე ვეღარ ხედავენ.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზოინანსთან” აღნიშნავს, რომ თუ „ოცნება” სანქცირებული მოსამართლეებზე სააგამოძოიებო კომისიის შექმნას კვლავ დაბლოკავს, მაშინ, სასამართლო რეფორმა შესრულებულად არ ჩაითვლება, ასევე, ღიაა სხვა პუნქტებიც და არაა გამორიცხული, რომ ეს გარკვეულწილად შემაფერხებელიც გახდეს.
თუმცა, ჩიტაძე იქვე დასძენს, რომ არც ისაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმა ანგარიში არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ საზოგადოებას გაუწიოს და კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით მოგვცეს და თუ ვერ შესრულდება, ისევ გაგვიუქმონ.
„ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობის რესურსი ძალიან მცირეა, თუნდაც იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში პარლამენტის სხდომებს უკვე საპარლამენტო უმრავლესობა ბლოკავს, არ გადის რეგისტრაციას, რომ კომისია არ ჩამოყალიბდეს, რომელიც სასამართლო კლანის საქმიანობას გამოავლენს და ა.შ. ხელისუფლება ახლა დასანქცირებულ 4 მოსამართლეზე კონკრეტულ მტკიცებულებას ითხოვს.
„ასე სასამართლო რეფორმა შესრულებულად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. მგონია, რომ ღიად დარჩება დეპოლარიზაციაც, დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად არ აღიარებენ და კეზერაშვილზე საუბრობენ, აქ ბუნებრივია ძალიან რთულია ილაპარაკო იმაზე, რომ დეოლიგაქიზაციაზე კანონს მიიღებენ. ასევე მგონია, რომ ღიად დარჩება მედიის პუნქტიც.
„პოლიტპატიმრების ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის სკაითხიც გადასაჭრელია. ჰელსინკის კომისიამ ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ გვარამია შეიწყალოს. თუმცა მგონია, რომ „ოცნება” მოტივირებული არაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ყველაზე უკეთესი შემთხვევა ის იქნება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვანიჭონ. თუმცა ეს იყოს დათქმებით და განაცხადონ, რომ ევროპა საქართველოს ხელისუფლებას კი არა, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უჭერს მხარს.
„ასეთ შემთხვევაში კი თქვან, რომ ხელისუფლებამ რეფორმები უნდა განახორციელოს, წინააღდეგ შემთხვევაში, რაღაც პერიოდში სტატუსი გაუუქმდეს. ანუ ისეთი ვარიანტი შეიქმნას, რომ თავად ხალხში გაჩნდეს უფრო მეტი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ.
„მგონია, რომ ევროკომისიის შუალედური რეკომენდაციებიც ნეგატიური იქნება, რადგან „ოცნება” ე.წ. მოსამართლეებს ხელს აფარებს. ივანიშვილს ისევ მეცენატად მოიხსენიებენ და ოლიგარქად არ აღიარებენ, ასევე უმრავლესობა პარლამენტის სხდომების ჩატარებას ბლოკავს. დასავლეთის კრიტიკა და რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. დასავლეტის კრიტიკა თუნდაც „ოცნების” სატელიტი „ხალხის ძალისგან”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან”.
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” აცხადებს, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რომ 12 პუნქტის შესრულებას ხელი შეუშალოს, ამიტომაც მმართველი გუნდი მათთან თანამშრომლობას ვერ შეძლებს. თუმცა იქვე დასძენს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კარგად აცნობიერებენ და ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„მმართველი გუნდი თანამშრომლობას ვერანაირად ვერ შეძლებს იმ დესტრუქციულ პარტიასთან, რომელიც მხოლოდ ქვეყნის აყირავებაზეა ორიენტირებული და პატარა საბაბსაც კი ეძებს, რომ 12 პუქნტის შესრულებას ხელი შეუშალოს. ამას უკვე დაუფარავად, ქუჩიდან და პარლამენტის დერეფნებიდან აკეთებენ.
„გაუგებარი კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომლითაც მართლმსაჯულებაში ჩარევა მოხდება. კომისიის შექმნას იმ ბრალდებებზე აპირებენ, რომლის რელაური საფუძვლები არ არსებობს. სახელმწიფო დეპარტამენტი საგამოძიებო სამსახური არაა და თუ თვითონ აშშ-ს საელჩო ამბობს, რომ ეს ღია წყაროებიდანაა მიღებული, ესე იგი, იმ ქართული მედიებიდანაა, რომელთა ნაწილი ძალიან უსინდისოდ იტყუება ხოლმე.
„პოლარიზაცია არ მორჩება ის არის, როგორც ქუჩაში, ისე „ნაც” ტელევიზიებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი „ბიბისის” მხრიდან ევროპულ თაღლითობაშია მხილებული, მის ორბიტაზე ყოფნას ისევ უტიფრად აგრძელებენ და ამტკიცებენ, რომ პროევროპელები არიან და დემოკრატიის სადარაჯოზე დგაგან, რაც თვალში ნაცრის შეყრაა.
„რაც შეეეხება სხვა პუნქტებს, იუსტიცის საბჭოს დაკომპლექტება, მართლმსაჯულების რეფორმა, თუ სხვა, ამაში რადიკალების მხრიდან ყოველთვის ობსტრუქცია იქნება, მაგრამ იმედია და ბრიუსელიდანაც გარკვეული სიგნალები მოდის, რომ ევროკომისიაში არსებულ სირთულეებს გაითვალისწინებენ და ადრეულ თუ გვიან შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციას მოგვცემენ.
„თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, ეს „ნაც” ოპოზიციის ხელში ძალიან მნიშვნელოვანი დესტრუქციული საბაბი იქნება, რომ ქვეყნაში არეულობის მუხტის შემოტანა კიდევ ერთხელ სცადონ.
„მგონია, რომ ამას ევროკავშირის ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები კარგად აცნობიერებენ და ისე მოიქცევიან, როგორც ამ ინსტიტუტს და საქართველოს ეკადრება ყველანაირი პარამეტრების შესრულებით, მათ შორის დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანპონპროექტის მიღებითაც “, – განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან”.