გია ვოლსკი – საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, რომ ორი ჯგუფი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო მეტ ბოროტებას გააკეთებს

საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, რომ ორი ჯგუფია და ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო მეტ ბოროტებას გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია შეირყეს, ერთმანეთთან რა შეჯიბრი აქვთ და რომელი ცდილობს თავისი ძალების მობილიზებას ამასაც კარგად ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ახლა ლევან ხაბეიშვილს აქვს უპირატესობა“.

„ლევან ხაბეიშვილის გვერდზე გამოჩნდა და გაიელვა ვანო მერაბიშვილმა, შემდეგ მერაბიშვილმა განცხადებები გააკეთა ამ ომთან დაკავშირებით და მისი ასოცირება ამ სისხლიან რეჟიმთან აშკარა იყო. აქედან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილი დროებით გასწიეს, მაგრამ ხომ ვიცით ეს არის ჯგუფი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი, ხაბეიშვილი ჰყავთ წინ წამოწეული და იგი იბრძვის იმისთვის, რათა „ნაცმოძრაობაში“ უპირატესობა ჰქონდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.