ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხრტიშვილთან:
აშშ–სა და ევროპის მხრიდან, სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნები. ფაქტია რომ, ყურადღებით გვაკვირდებიან და ალმაცერადაც გვიყურებენ. რადგან, ვგონებ რაღაც ნამეტარი საეჭვოდ და ნაჩქარევად გამოქვთ ნეგატიური ხასიათის ვერდიქტები.
რაც სერიოზული ხალხისთვის, რბილად რომ ვთქვა არასერიოზულად მეჩვენება. ყოველი შემთხვევისთვის, აქედან ისე ჩანს რომ, ვითმოცდა იქაური გავლენიანი პოლიტიკოსები და ექსპერტები საბოლოოდ შეთახმდნენ, – „ხელისუფლება განზრახ საბოტირებს ევროინტეგრაციის პროცესს“. ხშირად ისმის მათი მხრიდან, ასევე ისეთი ტიპის მოსაზრება, როგორიცაა, – „სანამ ივანიშვილი და მისი პარტია მართავენ საქართველოს, ევროკავშირის წევრობაზე ფიქრიც არ შეიძლება“. ასე მაგალითად, ერთ-ერთი გავლენიანი კრიტიკოსი, ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ამბობს რომ, „საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან მთავრობის მიერ არჩეული კურსით. რაც შეეხება ივანიშვილს, მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“, ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი სერიოზულად მიუდგება იმას, რასაც აშშ ამბობს” და ა.შ. კონკრეტულად, ამ და სხვა წონიან გამოცემებში გამოთქმულ შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, და პირადად მე რომ დამეკითხო – ფრიად სუბიექტურად მიმოიხილავენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს. შენ როგორ შეაფასებდი ასეთ დამოკიდებულებას, – აქვს კი რეალური საფუძველი მაგათ ეჭვებს? სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას, ხომ არ აქვს ადგილი? ანდა, საერთოდ ომისაკენ ხომ არ გვიბიძგებენ? არადა აშკარაა, რომ დღეს როგორც არასდროს გვჭირდება მშვიდობა – ფეთქებადსაშიშ რეგიონში ვცხოვრობთ, ორი ოკუპირებული პროვინციით, და ამის შემხედვარე მიჩნდება კითხვა, საერთოდ რამდენად აქტუალურია ეს გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხი ამ ფონზე, რაიმე ტიპის მანიპუალციებს, ხომ არ აქვს აქაც ადგილი? აბა სხვა რა უნდა იფიქრო კაცმა, როდესაც, იმ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელზეც ყველა ევროინტეგრაციული ხასიათის პროექტში მიბმული ვიყავით სულ რაღაც ხუთი-ათიოდე წლის წინ, აცხადებს რომ – “ამერიკა სანდოობას კარგავს, ის მთელ მსოფლიოს ეზიზღება, ევროპა აღარ არსებობს, ის ამერიკის პაიკი გახდა…”. რაც, სხვა გვერდით ეფექტებს რომ გავანებო თავი, თუნდაც იმაზე მეტყველებს რომ, თურქეთის იმედი აღარ უნდა გვქონდეს ამ გზაზე. ეს კი, მინიმუმ კოგნიტიურ დისონანს უნდა იწვევს ევროინტეგრაციული პროცესის ორთოდოქს მომხრეში და მაქსიმუმ, გონივრული ეჭვს უჩენდეს, მაგ იდეას აყოლილ პასუხისმგებელ პირებს. ლამის იმ დასკვნამდე მიჰყავდეს-მეთქი, რომ 90-იანების მიტინგებზე შობილი, ეს „ოპტიმისტური პროგრამა“, თავიდანვე სიმულაცია, რეალობას მოწყვეტილი სურვილი იყო. მერედა, უბრალოდ, გეოგრაფიულ მდგომარეობას რომ გადახედო, სასწაულის ტოლფასია – აქედან თურქი გყავდეს, იქიდან რუსი, 2 პატარა მეზობელი კი 3+3 ფორმატში გაწევრიანებისთვის ემზადებოდეს და შენ აქ, კიდევ ამ ევრო-ატლანტიკური ზღაპრების გჯეროდეს. ან გეოგრაფია არ უნდა იცოდე, ან გეოპოლიტიკა ანბანურ დონეზე მაინც, ანდა სულაც ნეტარი იყო. სურათი, რომელიც პასუხისმგებლიანი, რთულად მოაზროვნე და ცენზიანი მოქალაქისთვის ალბათ როდია ნორმალური, არა?
ნამდვილად არაა ნორმალური; დოსტოევსკის უთქვამს, „ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა”_ო. როდესაც, ამ ერთობას ემატება მილიონობით „ვერცხლი“. „დანაელთა ძღვენად“, თანმდევ ნეოლიბერალურ იდეებითურთ რომ მოედინება კოლექტიური დასავლეთისგან და ამ უწყვეტ ფინანსურ ნაკადს, ე.წ. „მეგობარი“ ქვეყნების დიპკორპუსის უპირობო მხარდაჭერა ახლავს. თან, ანტიუტოპიური ჟანრიდან სცენების დარად, „მიშისტური“ მედიარესურსების მიერ ღვივდება ფსევდოპატრიოტული ისტერია და ყოფითი რუსოფობია. თავის მხრივ მიმართული იმაზე რომ, „უბრალო მოქალაქემ“ ადეკვატურად, და ავტონომიურ რეჟიმში ვერ განსაზღვროს, ვის რა ამოძრავებს, და თუ რა ხდება მის ირგვლივ სინამდვილეში. ასევე ინფანტილიზმისა და რეალობაზე თამადურ-მითოლოგიური წარმოდგენების გამო, – ვიქნებით ასეთ გაურკვეველ და ბურუსით მოცულ მდგომარეობაში. უსუსურ მძევლებად-მეთქი, ამ არსით ბნელი ძალების წინაშე. დავსძენდი, რადგან არ ვუყურებ მოვლენებს მხოლოდ ერთი რაკურსიდან, – „amor fati“_ს საუკეთესო ტრადიციებში და ეპიკურ ჟანრში ვითარდება საქართველოს გარშემო დრამატურგია. ფაქტობრივად, on-line რეჟიმში ახალი სამყაროს დაბადებას ვადევნებთ თვალ-ყურს. რაც „შესაძლებლობების ფანჯრის“ გამოჩენასთან ერთად, მისასალმებელი იქნებოდა კიდეც იმ შემთხვევაში თუ, ჩვენში მაგალითად დომინანტად ყოფილიყო გავრცელებული სტოიკური, ან რომელიმე სხვა დიდი იდეა. კერძოდ, ილიას „განმათლებლობის“ ვერსია, ალექსანდრე მენის ქრისტიანობა, მუტაზილიტების ისლამი და ა.შ. მათი ღვთივშთაგონებული შინაარსით, ღრმა ჰუმანიტარულ ცოდნაზე დამყნობილი და არამც, მხოლოდ რიტუალურ-ფორმალური დატვირთვებით. რადგან, ესოდენ გავრცელებული XXI საუკუნეში „იზმების“ უკანასკნელი ფორმა, სულაც მკვდარი ან მიძინებულია სულიერი და შესაბამისად დახურული, საზოგადოებრივი მეტამორფოზებისთვის. მხოლოდღა, ცერემონიალური ქმედებებისთვისაა ვარგისიანი, მაქსიმუმ კოსმეტიკური ტრანსფორმაციებისთვის. რაც იქნებ წარადგეს კიდეც, მიდი-მოდი გუნდისთვის ლოკალური ხასიათის არჩევნებზე, მაგრამ საზოგადო მოღვაწეებს, ერსა თუ ბერს მთლიანობაში და საშვილიშვილო საქმეში, როდი. ელემენტარულად, – მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით, მასებში ვერ აღზძრავს, იმ ძველი დიდი სწავლებების ეს ლანდის დარი თანამედროვე იდეოლოგემები იმ სიმძლევრის ტალღას, რაც ჯერ კატარსისისთვის და შემდეგ ფერისცვალობისთვისაა საჭირო. ჰეგელის არ იყოს, რომ დიალექტიკურად მოხერხდეს და „ისტორიის სუბიექტად“ გარდაიქმნას ობიექტი. მეტი სიცხადისთვის დავამატებდი, რათა შეეძლოს სუბიეტს, კაპიტოლიუმში მოკალათებულთათვის, ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. მაგალითად ალტერნატიული განვითარების ვერსიის დაპირისპირება ტრანსჰუმანიზმისთვის, „იდენტობის პოლიტიკისთვის“, ნარ-ნაირი გენდერული და ფემისტური სწავლებებისთვის და ა.შ. ეს ცოცხალი სწავლებები რომ იყოს საკმარისი დოზით გავრცელებული-თქო, მაგალითად „პოპ-კულტურის“ დოენზე. უნივერსალური არიან დროსა და სივრცის მიუხედავად, თუგინდ მაგიტომაც, რასაც ვერანაირად ვერ იტყვი თანამედროვე ხელოვნურ კონსტრუქციებზე. რადგან კაცობრიობის დიდმა მასწავლებლებმა შექმნეს ისინი ჯერ კიდევ „ღერძულ დროში“; შემდეგ კი, სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა ვერსიით, „ბიფურკაციის წერტილებად“ ცნობილი, სწორედ რომ ისინი აიძულებდნენ სოციუმებს ზრდას და წყობების ცვლას. სიტყვაზე, არამც ეკონომიკური თუ მატერიალური ფაქტორები – გინდ იყოს ისინი ლიბერალურ, მარქსისტულ ან ბიხევიერისტულ ინტერპრეტაციაში და ა.შ. დღეს კი რა გვაქვს ხელთ – არაფერი, დიდი იდეების მაგვარი მასობრივ დონეზე. ცალკეული „გასხივოსნებულებით“ კი, ასეთი საქმეები არ გამოდის (იცინის). თან, ავტორიტეტებიც მოსპო პოსტმოდერნისტულმა ეპოქამ. ერთიღა მანუგეშებს, იმათაც არ გააჩნია ეს დიდი იდეები. მაგრამ აქვთ ტექნოლოგიები, განათლების სისტემა, მედია მათია, ფინანსები და ა.შ., რომლებსაც ჩვენ დიდ ვერაფერს ვუპირისპირებ ამ ეტაპზე. თუმცა, რადგან ეს მათი კულტურული ექსპანსია მხოლოდ ტექნოლოგიურ დონეზე ხორციელდება, ესე იგი ტექნიკური საკითხია ეს არსით, შესაბამისად არც თუ ისე რთულად გამოსწორებადი. თუ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით დავიწყებთ მუშაობას, შეცდომების კეთილსინდისიერი ინვენტარიაციით და ზოგადეროვნულ დონეზე ტაბუების მიღმა თემების საჯარო განხილვით.
-რაც უფრო წლები მემატება, სულ უფრო მაგ აზრს ვემხრობი. არადა, გვასწავლიდნენ სსრკ-ს პერიოდში და პრინციპში, არც ახლა აკლებენ ხელს უმაღლესებში რომ, „ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“_ო და ა.შ. მაგრამ, მთელი კაცობრიობის ისტორია ხომ საპირისპიროს გვკარნახობს. რაც ადვილად ამოსაკითხია, თუ არსს ეძებ მასში, და არა თარიღების მზუთხაობას ყაბულდები. მოაშორე იარლიყები და სიმართლე, რადგინდ გადამალული იყოს ნარატივებში, იქნება ეს.
ელემენტარულია, რადგან იდეებია და არა მათთგან წარმოებული სხვა რამ, რაც განაპირობებს ცივილიზაციის მრავალფეროვნებას, ღვთიურ ექსტაზსა და სიღრმეებს, შესბამისად წარმართავენ ისტორიასაც. მოკლედ, იდეების, დონორების და რეციპიენტების ასეთმა უნიკალურმა დისპოზიციამ სხვადასხვა საუკუნეებში, დიდი კულტურული სახელმწიფოების შექმნა და პატარების წარმატება გამოიწვია.
-ჰმ, რაც ალბათ დღეს, ამ გაბატონებული კვაზი-იდეოლოგიების, ცრუ ორიენტირების, საცივილიზაციო ფორმების კალკირებით კარგო-კულტის ფორმატში და იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება, არ „გვემუქრება“. იცი რა, ჩემთვის კია გასაგები. საუბრობ დიდი მასწავლებლების დეფიციტზე და რელიგიების უკუსვლაზე მატერიალურის და რელევანტური სამყაროს წესების წინაშე. თუმცაღა ვშიშობ რომ, მკითხველი დაიბნევა ამ ზედოზირებული მისტიკის გამო.
მისტიკა როდია აქ, უბრალოდ ეზოტერიკული ელფერი დაჰკრავს საუბარს (იცინის). მერწმუნე, ასე მეტად გაუმარტივდება საკითხის აღქმა მკითხველს. რადგან ბუკვალურზე უკეთ ხერხდება გაგება, როდესაც „მაგიური რეალიზმის“ სტილში, გერმენევტიკის ზღვარზე და არქეტიპული სურათ-ხატებით სავსე ფორმებს მიმართავს რესპონდენტი. მერედა, უცნობ „კულტურულ კოდებს“ არ ვეყრდნობი კი ხედავ. მხოლოდ იმათ ვიყენებ, რაც შესისხლხორებული აქვს ქართველს – მისთვის მტკივნულად ნაცნობს, თან ფიქრებში რომ სდევს მუდამ. მაგრამ ხშირად ამის ფორმალიზებას ვერ ახერხებს „საინფორმაციო ხმაურის“ და პროპაგანდისტული შტამპების გამო. ასე რომ, რამე ვერ გაიგოს ან ეუცხოოს ინტერვიუში ჩვენს მკითხველს, გამორიცხულია. მერედა, არც „პროფანებისთვის“ ვსაუბრობთ – ვისაც ცენზი არ ყოფნის, შეუძლია გადაერთოს კომიქსებზე, ანდა ქართული ტელეარხების ხარისხით დატკბეს. თუმცაღა კარგი, შენი არ იყოს, – მართლაც თუ ვერ გაიგო იმ ჯგუფის, თუნდაც ერთმა რეციპიენტმა, ვისზეც ორიენტირებულნი ვართ, დავუღეჭავ სეკულარულ ენაზე: საუბარი გვქონდა ე.წ.“nudge theory“_ს მეშვეობით (რედ. ბიძგს /nudge/ მიეკუთვნება ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ გადაწყვეტილებების მიღებაზე. აიძულებენ ადამიანს, ჯგუფს, თუ ერს ცვალოს ქცევის მოდელი საჭირო მიმართულებით), და ზოგადეროვნულ-მოდერნისტული პროექტის ფორმატში, მერკანტილურზე უარის თქმისკენ თუ როგორ უნდა უბიძგო, ასევე კერპების მსხვრევისაკენ და გარემობებისა თუ ბედისწერის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ როგორ უნდა მიმართო ადამიანი. იმ მამულიშვილური, თუგინდ ილიასეული ქმედებების კომპლექსზე მოკლედ, რომლებმაც საბოლოო ჯამში საშუალო სტატისტიკური ქართველის კარგ მოქალაქედ გამოწრთობას უნდა შეუწყობს ხელი. რათა აქაურობა სამართლიანობითა, ნამდვილი თავისუფლებით და სახელმწიფო მნიშნელობის მისწრაფებებით აივსოს. ასევე, თუ როგორ უნდა უარყო ერთხელ და სამუდამოდ, ასეთი ტიპის საზოგადოებებისთვის თანმდევი საბაზრო აზროვნება, ქვეწარმავალთა დარი მლიქვნელობა და უწესო კლასტერების აღზევების პრაქტიკა ნეპოტიზმისა და მიმიკრიის წყალობით. რომ იდეალურ სამყაროს მივამსგავსოთ-თქო ჩვენი სამშობლო და არა ბაზრის დარი საზოგადოების მშენებლობით ვკავდებოდეთ-მეთქი. გზამლევია, ისაა რაც ყოველ ქართულ სუფრაზე „ივერიის გაბრწყინების“ სადღეგრძელოთ ითქმის, მაგრამ გაცდენილი სადღეგრძელოების ფორმატს და გეგმად გაწერილი.
-პრობლემა მართლაც რომ ზეაქტუალურია, რომელზეც სხვათა შორის ჩვენმა პატრიქარმაც მიანიშნა სააღდგომოდ; „შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს“. უკვე მერამდენედ, წვეთი წყლის სიჯიუტით უმეორებს მისი უწმინდესობა ამ და მსგავს შეგონებებს ერს და გამოდის რომ უშედეგოდ. ესღაა, რომ დიდწილად, „ხმათ მღაღადებლისა“ რჩება ასეთი ტიპის მოწოდებები და რატომ ფიქრობ რომ ეს ჩვენი საუბარიც არ დაემსგავსება „წისფქილებთან ბრძოლას“?
იქნებ უკვალოდ ჩაიაროს ამ კონკრეტულ ეტაპზე, საზოგადოებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ რომ შედეგს გამოიღებს. მერედა, verba volant scripta manent_ო (რედ. სიტყვები მიფრინავენ, დაწერილი რჩება). ასე რომ, თუ ახლა ვერა, სამომავლოდ მაინც გამოიღებს ჩვენი ძალისხმევა ნაყოფს. დღეს კი მართლაც რთულია, რადგან ჩვეთანაც ისევეა არატრენდული ამ ტიპის მოწოდებები, როგორც დანარჩენ, ძირითადად მატერიალურზე ორიენტურებულ, პოსტმოდერნისტულ სამყაროში. რის გამოც, ამ ბრმა და ანონიმურ ძალას, რომელიც ესოდენ ოსტატურად თამაშობს ცალკეული ადამიანების უმარტივესი რეფლექსიით და მთელი ქვეყნების ბედითაც, ვერაფერ წონადს ვერ უპირისპირებ იქამდე, სანამ ე.წ., „შავი გედი“, ანდა „უხეში ძალა“ არ აჩერებს. და აქვე გავდივართ მომიჯნავე თემაზე – ამ ყველაფერთან ერთად რაც ითქვა, სხვა ტიპის მრწამსს უნდა ჰქონდეს ადგილი თუნდაც იმის გამო რომ, თეორიული საფუძვლები გამოაცალო „მიშიზმს“. ანდა, უფრო მაღალ ტექნოლოგიას მიმართონ ივანიშვილის ბანაკში, რომ შეძლონ და ჩაახშონ ეს მომხმარებლის, ვაჭრის, პროვინციული ფაშიზმის და „ჭანჭიკის“ იდეოლოგია მეინსტრიმულ დონეზე მაინც. დიდწილად ტექნოკრატული წარსულის პირებით დაკომპლექტებული დღევანდელი მთავრობა, ვგონებ მთლად კარგად ვერ აცნობიერებს რომ საქართველოში ცხოვრების დონეს ამაღლებასთან ერთად, იმაზეც უნდა ზრუნავდნენ რომ, ცხოვრების სხვა საზრისიც ნახოს „ობივატელმა“. და ეს იქნება იმ დიდი იდეების აღორძინებაზე ხელისშეწყობა, რომელიც პოსტმოდერნისტულმა ეპოქამ და ნეოლიბერალიზმა უბრალოდ შთანთქა. აბა, ახლანდელი „ანტიმიშისტური“, ქართული „самиздат“_ის დონის მმართველი პარტიის პროპაგანდა ვერ უწევს კონკურენციას იმათ დახვეწილ ტექნოლოგიებს და ჯერ დასახვეწია ეს-მეთქი. მოკლედ, აი ასეთი მდგომარეობაა ამ „ლეველზე“, რასაც ის გარე ძალებიც ყველანაირად უწყობენ ხელს. იმ მომენტამდე რა თქმა უნდა, სანამ დიდ მოთამაშეებში მორიგი „ვერსალი“, „იალტა“ ან „ვესტფალი“ არ გაიმართება. მერე კი გვიანი იქნება, რადგან ისე მოეწყობა ყველაფერი ამ ტრანზაციის დროს, ვითომცდა თავისუფალი ნებით განპირობებულ არჩევანს ჰქონოდეს ადგილი. მხოლოდღა იმ ძალებს ეცოდინება, რომ ეს თავისფალი ნების ილუზიაა სინამდვილეში და ამიტომ დღესვე უნდა გამოვიჩინოთ ნება, დიპლომატ-მგელის თვისებები და თან ზოგადეროვნული დონის, დიდ იდეის კრისტალიზაციზე ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. (გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე